ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.
ქალაქ ახალციხეში, კოსტავასა და ჯაყელის ქუჩების ჩიხების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში კოსტავას ჩიხში საყრდენი კედელი და ასფალტის საფარი მოეწყობა, ჯაყელის ჩიხში კი ბეტონის საფარი დაიგება და საყრდენი კედელი გაკეთდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.