ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში

18 თებერვალი, 2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება, მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტს, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

გააზიარე