ახალციხის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები
- 2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა შემდეგ პროექტებზე:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების გიორგიწმინდის და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წყრუთი-წირას დამაკავშირებელი გზის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
- ქალაქ ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
- ქალაქ ახალციხეში, ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია: რუსთაველის ქუჩის - №99, №99 ა, №101, №103 და №107, ასპინძის ქუჩის №36;
- ქალაქ ახალციხეში, მერაბ კოსტავას და პაატა ნათენაძის ქუჩების საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია);
- ქალაქ ახალციხეში, მერაბ კოსტავას და ზურაბ დიდიმამიშვილის ქუჩების საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (დიდიმამიშვილის ქუჩის ტროტუარი და თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია);
- ქალაქ ახალციხეში, პაატა ნათენაძის და შალვა ახალციხელის ქუჩების საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
- ქალაქ ახალციხეში, მერაბ კოსტავას და ჯაყელის ქუჩების ჩიხების რეაბილიტაცია;
- ქალაქ ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ჩიხების რეაბილიტაცია;
- ქალაქ ახალიცხეში, შოთა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია;
- ქალაქ ახალციხეში, რუსთველის ქუჩის მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია ( მლაშიხევის და რუსთაველის ქუჩის სანიაღვრე არხები);