ღრელში ამბულატორიის მშენებლობაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში ამბულატორიის მშენებლობაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობის აშენება და ეზოს კეთილმოწყობა.
სამუშაოები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 85 230 ლარი იხარჯება.