26 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართება
მოსახლეობის საყურადღებოდ !
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2019 წლის 26 ივლისს 15:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ანგარიშის თაობაზე (თებერვალი 2018 - თებერვალი 2019, 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში).
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის ექვსი თვის ანგარიშის თაობაზე.
- ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის’’ საქმიანობის ექვსი თვის ანგარიშის თაობაზე.
- ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში, მერიის მიერ განხორციელებული ცვლილების შესახებ (ინფორმაციისათვის).
- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის „ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბისათვის’’ გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.
- ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების მიმოხილვისა და შეფასების შესახებ.
- „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 მარტის N11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9 ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე.