მძლეოსნობის ტურნირი ლისის ტბაზე
ქალაქ თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 “-ის ფარგლებში მძლეოსნობაში ტურნირი გაიმართა, რომელშიც ახალციხის N 3 სკოლის ვაჟები და N 6 სკოლის გოგონები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებმა წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილები დაიკავეს. გამარჯებულები ივნისის თვეში, ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ახალგაზრდებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.