Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

8 მარტს ქალბატონებისთვის სპექტაკლი გაიმართა

9 March, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის „მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში“ სპექტაკლი გაიმართა. შადიმან შამანაძის პიესამ „ღია შუშაბანდი “ მაყურებლის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მოწვეულ მანდილოსნებს ქალთა დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

+15

 

Share page