გზების გაწმენდითი სამუშაოები
ახალციხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები, ქალაქში კი იყრება ტექნიკური მარილი.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სოფელ ელიაწმინდაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, თანაშემწესთან შალვა ხატიძესთან და ჭვინთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.