„მხიარულ სტარტებში“ ფინალური თამაშები გაიმართა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში „მხიარულ სტარტებში“ ფინალური თამაშები გაიმართა.
პირველობისათვის ერთმანეთს ქალაქ ახალციხის №5 და ფერსის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. მოსწავლეები სხვადასხვა სახის მოძრავ მხიარულ თამაშებში შეეჯიბნენ. საინტერესო და სახალისო თამაშების შედეგად გამარჯვებული ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
მონაწილეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი კი მუნიციპალიტეტის სახელით რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებს.