Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივა

14 December, 2022

გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის წასახალისებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდმა UNFPA Georgia და კომპანიამ The Body Shop-მა, კამპანიის Be Seen, Be Heard (იყავი ხილული, გააგონე ხმა) ფარგლებში, იდეების კონკურსი გამოაცხადა.

აღნიშნულ კონკურსში ახალციხის ახალგაზრდულმა საბჭომ მიიღო მონაწილეობა და გრანტი მოიპოვა. საბჭო ახორციელებს იდეას ,,Youth For Equality".

ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა პოსტერების კონკურსი და სხვადასხვა აქტივობებით დატვირთულ ფილმის ჩვენება. მონაწილეებმა ფასილიტატორების დახმარებით გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ტერმინები განმარტეს და პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს. მოეწყო ფილმის „პატარა ქალები“ ჩვენება, რომელიც საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ მოსაზრებებსა და იმ ნორმებს ასახავს, რასაც საზოგადოება ქალებს უწესებს. ფილმის ბოლოს გაიმართა დისკუსიაც.

გლობალური კამპანია Be Seen, Be Heard, რომელიც The Body Shop-ის და გაეროს გენერალური მდივნის ახალგაზრდობის საკითხებში წარმომადგენლის ინიციატივით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს გლობალური კრიზისებისა და კლიმატის ცვლილებების პირობებში.

+3

 

Share page