Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

8 December, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

4 წლიან პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან და სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობით ახორციელებს.

სამუშაო შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, მერიის სამსახურების, ასევე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პოლიტიკა, მუნიციპალური პროგრამები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები, მათთვის სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ახალი პროგრამების შემუშავების საკითხები განიხილეს. დღესვე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომავალში ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.

პროექტი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამიზნე მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად.

+7

 

Share page