სამუშაო შეხვედრა მერიაში
დღეს, HEKS EPER GEORGIA-ს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „გენდერულად პასუხისმგებლიანი ბიუჯეტირება და მონაწილეობითი დეგეგმვა“ .
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სადისკუსიო თემები იყო:
• ინფორმირებულობა და ინფორმაციაზე თანაბარი წვდომა მოქალაქეთა უკეთესი ჩართულობისთვის;
• მუნიციპალური სტრატეგია, პოლიტიკა, განვითარების გეგმა და ჩართულობა;
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS EPER GEORGIA-ს მიერ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამცხე-ჯავახეთი - სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF), ქვემო ქართლი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი(CIF).