ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა
ქალაქ თბილისში, კონსერვატორიაში გამართულ, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსის II ტურზე, ახალციხელმა მოსწავლეებმა წარმატება მოიპოვეს.
კონკურსზე ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლიდან სამი საგუნდო კოლექტივი იყო წარდგენილი. ახალციხის გუნდმა 62 კოლექტივს შორის უმაღლესი ქულა დაიმსახურა და გრან-პრი მოიპოვა. ვალისა და აწყურის გუნდები კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
ახალციხის გუნდი 2 ივნისს, ქალაქ თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზში გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.