ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ხატვის მასტერკლასი ახალციხის №1 საბავშვო ბაღში

10 აპრილი, 2024

ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაღში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სამხატვრო სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგები სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და ხატვის მასტერკლასი ჩაუტარეს. პატარები საპროგრამო მასალით მიღებულ ცოდნასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაეცნენ ძირითად და შედგენილ, ცივ და თბილ ფერებს. პედაგოგებთან ერთად კი ფიგურები მათთვის სასურველი ფერებით გააფერადეს.

ღონისძიებას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი და სამხატვრო სკოლის დირექტორი ლელა ფერაძე დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის აქტივობა ეტაპობრივად ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდება, რომელიც მიზნად ისახავს აღსაზრდელთა ცნობიერების ამაღლებას მხატვრობასა და ხელოვნებაზე.

+19

გააზიარე