ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ველორბოლა ახალციხის ტბაზე

26 ივლისი, 2019

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალციხეში ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ველორბოლა გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოზარდები მონაწილეობდნენ.

სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა შეჯიბრში მონაწილე 14-დან - 17 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის. 

გოგონებში - I ადგილი თინათინ შუბითიძემ, II ადგილი ლეილა ნადირაძემ და III ადგილი ნინო ჩოხელმა მოიპოვა.

ბიჭებში - I ადგილი ლიპარიტ გალოიანს, II ადგილი გიგი ქიმაძეს, III ადგილი კი გუჯა წიქარიშვილს ხვდა წილად.

გამარჯვებულებს სერთიფიკატები, თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა მაია სხირტლაძემ.

გააზიარე