ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგი მეწარმე და ფერმერი ქალებისთვის

3 აპრილი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია SMEDA“-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმე და ფერმერული მეურნეობების მქონე ქალებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა.

ასოციაციის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას ბიზნესთან დაკავშირებულ სიახლეებზე და საკითხებზე ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია SMEDA-ს იმ პროგრამებზე, რომელიც ბიზნეს სექტორის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან ხაზი გაესვა, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია SMEDA საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობს და სამიზნე რეგიონებში სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს, მათ შორის არის მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამა starta. პროგრამა მოიცავს 3 თვიან ონლაინ სასწავლო პროცესს, რომელშიც სფეროს ექსპერტები არიან ჩართულები და მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარებიან.

ტრენინგ-სემინარი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის 2024 წლის სამუშაო გეგმით არის გათვალისწინებული და მეწარმე ქალთა მხარდაჭერას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

+11

გააზიარე