ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სპორტული კომპლექსი სრული დატვირთვით ამოქმედდა

16 აპრილი, 2024

დღეიდან, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში სპორტული კომპლექსი სრული დატვირთვით ამოქმედდა.

პროექტის ფარგლებში კაპიტალურად მოეწყო შენობა, სადაც განთავსდა შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სპორტული დარბაზები.

სპორტულ კომპლექსში უკვე მოქმედებს ფიტნეს დარბაზი, რომელიც გათვალისწინებულია როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველისთვის.. ასევე, ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სპორტული წრეები, მათ შორის ძიუდოს, კარატის და შერეული ორთაბრძოლის.

კომპლექსის გახსნას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და მოსწავლეების მშობლები დაესწრნენ.

დარბაზში არსებულმა სპორტული წრეების მოსწავლეებმა სტუმრებისთვის საჩვენებელი გამოსვლები მოაწყვეს და მათი დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

დამსწრე აუდიტორიის მხრიდან ერთხმად აღინიშნა, რომ სპორტული კომპლექსის ამოქმედება მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

+9

გააზიარე