ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში

16 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. ხეოთის, ურავლისა და მუსხის მაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტები.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მოადგილე საბა კბილაშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.

საკონსულტაციო შეხვედრები 20 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2024

#ახალციხე

+19

გააზიარე