ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები პამაჯის ადმინისტრაციულ ერთეულში

14 თებერვალი, 2024

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა სოფლებში დიდ პამაჯში, პატარა პამაჯში, ორალსა და ყულალისში.

საერთო კრებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციული ერთეულისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასახლებებში არსებული საჭიროებებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

მიმდინარე წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება. საკონსულტაციო შეხვედრები 20 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

+18

გააზიარე