ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები ივლიტაში, ზემო სხვილისსა და სხვილისში

9 თებერვალი, 2024

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები სოფლებში ივლიტაში, ზემო სხვილისსა და სხვილისში გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების, საკრებულოს და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტები.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები 1 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება, ამ დროისთვის 22 სოფელში უკვე გამოვლენილია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები.

+19

გააზიარე