ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები ელიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში

8 თებერვალი, 2024

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები ელიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

საერთო კრებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რმუნებულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სოფლების ანის, ჭვინთისა და ელიაწმინდის მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პროგრამის ფარგლებში განსახორიცელებელი პროექტები.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.

+13

გააზიარე