ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები წყალთბილის ადმინისტრაციულ ერთეულში

13 თებერვალი, 2024

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები წყალთბილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.

საერთო კრებებს და კონსულტაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წინუბნის, აბათხევის, ჯულღის, წყალთბილისა და ნაოხრების მაცხოვრებლებმა შეხვედრებზე დასახლებებში არსებული საჭიროებებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.

ახალციხის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.

პრიორიტეტების გამოსავლენად, საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები 20 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

+21

გააზიარე