ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში

2 აპრილი, 2024

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ამირაჯიბმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასთან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.

შეხვედრის ბოლოს კი ახალციხის მუნიციპალიტეტს, როგორც 2023 წელს რეგიონულ თამაშებში ყველაზე წარმატებულ მუნიციპალიტეტს, სპეციალური ჯილდო გადაეცა.

+7

გააზიარე