ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხედრები აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში

5 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.

აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი, მერიის, საკრებულოს და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, წინუბნის, აგარის, საყუნეთისა და ზიკილიის მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს თუ რას მოხმარდება დასახლებებისთვის გამოყოფილი თანხა.

საკონსულტაციო შეხვედრები 1-დან 19 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

+18

გააზიარე