ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ -ის რეგიონული თამაშები

5 თებერვალი, 2024

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ -ის რეგიონული თამაშები დაიწყო.

მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები, გოგონები და ვაჟები ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ.

ტურნირი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა.

პირველი ადგილი ვაჟებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის გუნდმა დაიკავა, გოგონებში კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის გუნდმა გაიმარჯვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

პირველ ადგილზე გასული გუნდები აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებიში მიიღებენ მომაწილეობას.

+21

გააზიარე