ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა მერიაში

30 ივლისი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში  პროექტის „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის“  ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი world vision  საფრანგეთის, world vision საქართველოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს  პარტნიორობით ხორციელდება და მისი   მიზანი საქართველოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის ანალიზი და არსებული სიტუაციის მიმოხილვაა.

სამუშაო შეხვედრას მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე