ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

3 აპრილი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, OGP სტრატეგიული ხედვის მომზადების, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა ღია მმართველობის სტრატეგიული ხედვის განახლებასა და რიგით, მეორე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

პროცესი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით წარიმართება. პირველ ეტაპზე, გაანალიზდება OGP-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტის აქამდე არსებული ვალდებულებების შემუშავების და შესრულების პროცესი. მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით მომზადდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის სტრატეგიული ხედვის განახლებული დოკუმენტი და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტების მომზადების პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება, რაც თანაშემოქმედობითობობის პრინციპს უზრუნველყოფს.

ახალციხის მუნიციპალიტეტი, ღია მმართველობის პარტნიორობას საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შედეგად 2020 წელს შეუერთდა. მუნიციპალიტეტმა ღიაა მმართველობის პირველი სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა.

+9 

გააზიარე