ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკონსულტაციო შეხვედრა ვალეში

10 თებერვალი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქალაქ ვალეში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს დეპუტატები, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტები.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.

საკონსულტაციო შეხვედრები 17 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

+16

 

გააზიარე