საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მერიაში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე ორიენტირებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების სწორად დაგეგმვის მიზნით, სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებაზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და შესაბამისი მიმართულებით მომაშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.