ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

16 აპრილი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში „ერასმუს +“- ისა და სოლიდარობის კორპუსის საქართველოს წარმომადგენელთან, გიორგი კიკალიშვილთან და უცხოელ მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და კულტურის განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო, თუ რა შესაძლებლობები არსებობს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მუნიციპალური პროგრამების და პროექტების დასაფინანსებლად, ასევე გაცვლითი პროგრამების დასანერგად. უცხოელმა მოხალისეებმა კი დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

თავის მხრივ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ პროგრამებზე ისაუბრა.

+3

გააზიარე