ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

6 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი, „ქართული ოცნების“ სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინა კაპანაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგიწმინდის, ფერსის, მუგარეთის, კლდისა და წნისის მაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტები.

მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში საერთო კრება ან კონსულტაცია, წინასწარ შედგენილი გრაფიკით ტარდება. შერჩეული პრიორიტეტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.

+21

გააზიარე