ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

1 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, პირველი შეხვედრა აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თისელის, ტყემლანისა და აწყურის მოსახლეობამ, ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვიტეს თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.

+16

გააზიარე