ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა

29 იანვარი, 2024

 

 

გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა - შპსმტკვარი ჰესისმიერ ასპინძისა

და ახალციხის მუნიციპალიტეტებში 53 მგვტ დადგმული სიმძლავრის

მტკვარი ჰესისექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 53 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის

ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მტკვარი ჰესი“

 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახალციხისა და ასპინძის

მუნიციპალიტეტები

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და

განათლების ცენტრი

 

დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2024 წლის 29 თებერვალი, 15:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ.

საყუნეთის ახალგაზრდული ცენტრის შენობა

 

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი

გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს

ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების

წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ გზშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და

მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024

წლის 22 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150  ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი

დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას

უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 12-ე მუხლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2024 წლის 18 იანვარს.  აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://ei.gov.ge/ka/info/9a53724a-e6e3-4bba-a85d-78f25fffb99f?fbclid=IwAR1g-422PTwFAIaS-IW6P1Xto8GrFeRDwvUhyFaqTH3GU4N0bQppA_ARn-M

 

 

 

 

 

 

გააზიარე