ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღვაწლმოსილ მასწავლებლს, ბაგდასარ ოგანესიანს 75 წელი შეუსრულდა

13 თებერვალი, 2024

სოფელ საძელის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორსა და ღვაწლმოსილ მასწავლებელს, ბაგდასარ ოგანესიანს 75 წელი შეუსრულდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჰამბარცუმ ბაბოიანმა და განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ, პედაგოგი ოჯახში მოინახულეს და 75 წლის იუბილე მიულოცეს.

წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაგდასარ ოგანესიანს მადლობის სიგელი გადასცა. ირაკლი ლაზარაშვილმა პედაგოგს დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

სომხური ენისა და ლიტერეატურის პედაგოგი, ბაგდასარ ოგანსესიანი 40 წელი ერთგულად და ღირსეულად ემსახურა თავის პროფესიას. მას აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა. იგი სხვადსხვა დროს, საძელის, წყრუთისა და პამაჯის სკოლებში მუშაობდა.

+3

გააზიარე