ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით

15 აპრილი, 2024

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ღონისძიება ჩატარდა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქართული ენის დღე მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

დედაენის დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე საჯარო ლექცია წაიკითხა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა ვახტანგ ინაურმა.

ღონისძიების ფარგლებში, ახალციხის სამუსიკო სკოლის დასარტყამი ინსტრუმენტების განყოფილების ჯგუფის მოსწავლეებმა თეატრალიზებული წარმოდგენა მოაწყვეს. ასევე, გაიმართა სხვადასხვა სახის თამაშები და ვიქტორინა. ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა კი თემატური ლექსები წაიკითხეს. გამარჯვებულ მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებითა და მერიის ახალგაზრდული საბჭოს ჩართულობით ჩატარდა.

+21

გააზიარე