ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დასკვნითი სემინარი ახალციხეში

8 აპრილი, 2024

ქალაქ ახალციხეში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის პროექტის დასკვნითი სემინარი გაიმართა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი დაესწრო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა იესპერ მოლერმა, საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის მერებთან და მერის მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალურ დონეზე საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების განხორციელება განიხილეს.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში„ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი მუნიციპალიტეტების შესახებ, რომელიც განხორციელდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) პარტნიორობით, მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი, დეცენტრალიზებული, ბავშვზე ორიენტირებული და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების გაძლიერებას და მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის განვითარებას, რომ უკეთესი დახმარება გაეწიოთ ბავშვებს და მათ ოჯახებს.

პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს სამომავლო სტრატეგიების შემუშავებას როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვის.

შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

+2

გააზიარე