ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალი ახალგაზრდული საბჭოს წევრების შერჩევა

23 იანვარი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შერჩევა მიმდინარეობს.

ახალგაზრდული საბჭოს წევრები ერთი წლის ვადით ირჩევიან. პირველ ახალგაზრდულ საბჭოს უფლებამოსილება გასულ წელს შეუწყდა, რის შემდეგაც განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა დაიწყო მუშაობა ახალი საბჭოს ფორმირებისათვის. გამოცხადდა საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი, სულ შემოვიდა 48 განაცხადი. პროგრამა მოიცავდა რამდენიმე ფაზას, პირველ ეტაპზე კომისიის მიერ, პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა შემოსული აპლიკაციები, პროგრამის მეორე ფაზა მოიცავს მსურველ აპლიკანტებთან გასაუბრებას. უნდა შეირჩეს 12 ძირითადი და 20 ასოცირებული წევრი.

პროგრამის ბოლო ფაზა კი შერჩეული ახალგაზრდების გადამზადებასა და მათ გაძლიერებას, საბჭოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შექმნას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის მისიაა მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის, ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ეროვნული და რეგიონული ფორუმების ორგანიზების გზით.

პროგრამის მიზანი: გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

+9

გააზიარე