ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის საპატიო მოქალაქე ნათელა იაძე იუბილარია

29 იანვარი, 2024

ახალციხის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის კავალერსა და კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს, ნათელა იაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა.

ღვაწლმოსილ ახალციხელს, დაბადების დღე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ნათელა იაძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კულტურის დარგის განვითარებაში, როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. მისი იდეაა სახალხო-ტრადიციული დღესასწაულის „ახალციხელობის“ აღნიშვნა, რომელიც ქალაქ ახალციხეში 1995 წლიდან ტარდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს ღვაწლმოსილ თანაქალაქელს იუბილეს.

ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებთ!

+2

გააზიარე