ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის №5 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2 May, 2023

ახალციხის №5 საჯარო სკოლაში, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არსებული ვაქცინების, იმუნიზაციის აუცილებლობისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესახებ.

იმუნიზაციის კვირეულის ძირითადი გზავნილებია:

იმუნიზაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

დრო მნიშვნელოვანია: რუტინული იმუნიზაციის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ბავშვი მისთვის გარდამტეხ მომენტში იყოს დაცული. მიჰყევით იმუნიზაციის კალენდარს, დაიცავით რეკომენდებული ვადები და აღადგინეთ გამოტოვებული დოზები.

ყველა დოზა მნიშვნელოვანია: ბავშვების სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციებისგან დასაცავად ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ რუტინული იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრა.

აუცილებელია აცრების რეკომენდებული გრაფიკის დაცვა.

ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური დაცვა საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს. პროგრამის მიზანია გლობალური და რეგიონული მიზნების შესაბამისად, პროფილაქტიკური აცრების გზით, მოსახლეობის ვაქცინით მართვადი ინფექციებისაგან დაცვა.

 

+4

 

გააზიარე