ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პრგრამები - იანვარი-მარტი

22 მარტი, 2024

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით იანვრიდან მარტის ჩათვლით 1427 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 483 472 ლარი შეადგინა.

 აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 646 ბენეფიციარმა, 161 129 ლარის ოდენობით. მათ შორის:

  • ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ ჩაერიცხა 73 ოჯახს, ფულადი დახმარების სახით გაიცა 21 050 ლარი;
  • შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 294 ბენეფიციარმა, 43 850 ლარის ოდენობით;
  •  უხუცესთა სოციალური დახმარება მიიღო 4 მოქალაქემ, 1600 ლარის ოდენობით;
  •  მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური დახმარება გაეწია 42 ბენეფიციარს, 3360 ლარის ოდენობით;
  •  შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 12 ბენეფიციარმა, 2085 ლარის ოდენობით;
  •  ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 164 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 54 974 ლარი;
  • ობოლ ბავშვთა და მარჩენალდაკარგულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 15 ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 5160 ლარი;
  • უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვის ქვეპროგრამით დაფინანსება მიიღო 14 ბენეფიციარმა, 6744 ლარის ოდენობით;
  •  თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 22 ბენეფიციარმა, რისთვისაც 5500 ლარი დაიხარჯა.
  •  მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 781 ბენეფიციარმა, დაფინანსების სახით გაიცა 322 343 ლარი. მათ შორის:
  •  სამედიცინო კვლევები დაუფინანსდა 131 მოქალაქეს, 32 036 ლარის ოდენობით;
  • ,,გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების" დაფინანსებით ისარგებლა 209 მოქალაქემ, 97 034 ლარის ოდენობით;
  • ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 174 ბენეფიციარს, 105 228 ლარის ოდენობით;
  • სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 41 მოქალაქეს, 10 350 ლარის ოდენობით;
  • ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 7 პირმა, 2211 ლარის ოდენობით;
  • ქრონიკული დაავადების მქონეთა მედიკამენტოზური პაკეტით " 38 პირს გაეწია დახმარება, დაფინანსების სახით გაიცა 8659 ლარი;
  • სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა 181 ბენეფიციარმა, დაფინანსების ოდენობამ 66 821ლარი შეადგინა.
  •  გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 856 ლარი გაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 876 600 ლარია გათვალისწინებული. მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის 7 ქვეპროგრამით და 20 სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

გააზიარე