ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

“არტ-გენი 2019”

9 ივლისი, 2019

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ტრადიციულად, ხალხური შემოქმედების ფესტივალს “არტ-გენი 2019”-ს მასპინძლობს.

ფესტივალს ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მასში მონაწილეობა ხალხური რეწვის ოსტატებმა რევაზ ანდღულაძემ, მარიამ ჟუჟუნაძემ, თამარ ათუნაშვილმა და ნაირა შავაძემ მიიღეს. მათ ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს და მოწონებაც დაიმსახურეს. ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა „მესხეთმა“ კი მაყურებელს სხვადსხვა ნომრები შეუსრულა.
„არტ-გენი 2019“ 16 ივნისს რეგიონული ტურნეთი დაიწყო. დედაქალაქში, ეთნოგრაფიულ მუზეუმი კი ფესტივალი 7 ივლისს გაიხსნა და 14 ივლისამდე გაგრძელდება.

ფესტივალი „არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. მას ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი ესწრება. ღონისძიების მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვისა და ხალხური ზეპირსიტყვიერებისა პოპულარიზება.

გააზიარე