ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აწყურის კულტურის სახლში განახლებული დარბაზი გაიხსნა

30 იანვარი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის კულტურის სახლში განახლებული დარბაზი საზეიმო კონცერტით გაიხსნა. მაყურებლის წინაშე ანსამბლ „ალილოსთან“ ერთად, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.

აწყურის მოსახლეობას პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცეს და სამომავლო გეგმები გააცნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა.

თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი დარბაზი 200-მდე მაყურებელზეა გათვლილი, სადაც დღეიდან უკვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებისა და კონცერტის ჩატარება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული დარბაზი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო ახალი სცენა და განათება, დარბაზი ასევე ადაპტიტებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

+24

გააზიარე