ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტირებული დარბაზი

25 იანვარი, 2024

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ აწყურში კულტურის სახლის რეაბილიტირებული დარბაზი მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა დარბაზის სრული რეაბილიტაცია და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. მოეწყო ახალი სცენა, განათება და სპეციალური სისტემა ხმის ჩამხშობი ეფექტისთვის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ახალი დარბაზი 200-მდე მაყურებელზეა გათვლილი, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებებისა და შეხვედრების ჩატარება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

+7

გააზიარე