ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

97 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა

29 მარტი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 97 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.

დღეს სამუსიკო სკოლაში, წარმატებული მოსწავლეები სამხარეო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

პროგრამით „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ის საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.

+27

 

გააზიარე