ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

9 აპრილი

9 აპრილი, 2024

9 აპრილი - მადლობა თავისუფლებისთვის

ქალაქ ახალციხეში, 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობის, მერიის ახალგაზრდული საბჭოს და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა გადაიხადა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გარდაცვლილთა მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს.

აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამცხე-ჯავახეთის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ფარცახაშვილმა და 9 აპრილის მონაწილე ციალა ჯინჭველაძემ.

35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა - 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

+17

გააზიარე