ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

82 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა

23 იანვარი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 82 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, წარმატებული მოსწავლეები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით ტაბატაძემ და საბა კბილაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იოსებ ალიბეგაშვილმა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ დააჯილდოვეს.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიღწეული შედეგები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალშიც.

ღონისძიებას საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

პროგრამით „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ის საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.

+20

გააზიარე