ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე

19 აპრილი, 2023

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ურავლის ხეობაში, სოფელ წყორძაში მდებარე წმინდა ნინოს, აღდგომის სახელობის, ბაიების და სოფელ მინაძეში წმინდა გიორგის სახელობის ოხერის ეკლესიების ტერიტორიაზე საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო.

ლაშქრობაში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ და კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა ტაძრები დათვალიეს, ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს და მერიის ძეგლთა დაცვის საკითხებში სპეციალისტის რევაზ ანდღულაძისგან ტაძრების შესახებ ისტორიები მოისმინეს.

აღნიშნული დღე 1984 წელს UNESCO-სა და ICOMOS-ის გადაწყვეტილებით დაწესდა, რომლის მიზანიც კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

+12

 

გააზიარე