ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალეში ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა

8 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილეებთან ერთად ქალაქ ვალეში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ამ დროისთვის, ქალაქის მასშტაბით, უკვე დასრულებულია თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მინიმოედნისა და დასასვენებელი სკვერის მშენებლობა.

აქტიურად მიმდინარეობს ვაჟა ფშაველას ქუჩა №1-ში , სტალინის ქუჩა №1-ში, №3 -ში, №6-ში, და №8-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

 

გააზიარე