ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია

12 ნოემბერი, 2022

ქალაქ ახალციხეში უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია მიმდინარეობს.

„აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით უფასო სამედიცინო მომსახურების აქციას ატარებს.

აქცია მოიცავს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის ექიმი კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროგრაფიულ, ექოკარდიოსკოპიულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

„ახალციხის სამხატვრო სკოლაში“ მიმდინარე სამედიცინო აქციის პროცესს გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები.

+10

 

გააზიარე