ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

19 თებერვალი, 2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლებში წინუბანში, აბათხევში, ჯულღაში, წყალთბილაში და ნაოხრებში შეხვედრები გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. საკონსულტაციო შეხვედრები 6 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება.

გააზიარე